ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მოსკოვში ჩავიდა.
რუსეთის დედაქალაქში მათ ფაჩუაშვილის ნათესავის, დავით არსენიშვილს ყოველწლიური პანაშვიდი გადაიხადეს. არსენიშვილი ანდრეი რუბლიოვის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დამფუძნებელია.
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მღვდელი ნიკოლაი ბალაშოვი Facebook-ზე ამის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.
მსახურება როგორც რუსულ, ისე ქართულ ენაზე გაიმართა.
"ვერავინ და ვერაფერი შეძლებს ჩვენი ერთიანობის დარღვევას" - ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლაი.